Saturday, April 4, 2015

დღე მეცხრე

დღე მეცხრე
მოვისმინეთ თიკა ბარბაქაძის პროექტის გეგმა" ჰოლოკოსტი."თემა იყო საინტერესო,დასმული იყო პრობლემური საკითხები , რაც წარმოდგენას შეუქმნის მოსწავლეებს ჰოლოკოსტის შედეგად გამოწვეულ მიზეზებზე.
მოვისმინეთ ანა წულუკიძის პროექტის გეგმა" ანიმაცია".პროექტში გამოკვლეული იყო აგრესიის თემა ანიმაციაში.მოსწავლეებმა დახატეს მათთვის მისაბაძი პიროვნება,გამოუშვეს კედლის გაზეთი.თემა იყო,საკმაოდ სახალისო.
მოვისმინეთ ნინო გოდერძიშვილის პროექტის გეგმა "კლდეში ნაკვეთი ქალაქი-უფლისციხე".დაიგეგმა ექსკურსია,რათა უკეთ  გაეცნენ მოსწავლეები, ქალაქის არქიტექტურას.თემა იყო საინტერესო,დატვირთული ისტორიული ფაქტებით.
მოვისმინეთ თამარ გრიგალაშვილის პროექტი" ონლაინ თამაშები".მოსწავლეები ხვდებინ ფსიქოლოგებს,აწარმოებენ კვლევას,ქმნიან ბლოგს.
მოვისმინეთ ნონა სუხიშვილის პროქტის გეგმა" პროცენტი".მოსწავლეები იყოფიან ჯგუფებად, ეძლევათ კონკრეტული დავალება.თემაში იკვლევენ მეტად პრობლემურ საკითხს როგორიცაა ფასდაკლება და პროცენტის გამოთვლა.
მოვისმინეთ თამარ იაშაღაშვილის პროექტის გეგმა" წელიწადის დროები".ჯგუფებს ეძლევათ დავალება დააკვირდნენ ამინდის ცვალებადობას.პროექტი დატვირთული იყო ძალიან საინტერესო ფაქტებით.
მოვისმინეთ ლანა ლომიძის პროექტის გეგმა" ჩვენ პროცენტების სამყაროში."მოსწავლეებმა ისწავლეს პროცენტის ადვილად გამოთვლა.
მოვისმინეთ ირმა ქერეჭაშვილის პროექტის გეგმა" კოროზია".
მოსწავლეები ცდების დახმარებით უზიარებენ ერთმანეთს  გამოცდილებას  იძენენ ცოდნას თუ როგორ უნდა გაუფრთხილდნენ მეტალის ნივთებს.
მოვისმინეთ ია გუდალაშვილის პროექტის გეგმა" ჯანსაღი კვება".თემა მეტად აქტუალურია,გამოკვლეულია თუ რომელი საკვები პროდუქტები შეიცავს ჯანმრთელობისთვის საზიანო ინგრედიენტებს.
მოვისმინეთ თინათინ კობიაშვილის პროექტის გეგმა" თანამედროვე ტექნოლოგიები".მოსწავლეები მოიძიებენ მასალას ახალი ტექნოლოგიების შესახებ,გააცნობენ ხალხს მათ მნიშვნელობას.
მოვისმინეთ გაიანე ოსიპოვის პროექტის გეგმა" რუსული და ქართული გვარები".მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია თუ საიდან წარმოიშვება გვარები,და დაამზადეს ბუკლეტები.

No comments:

Post a Comment